30 წელი სოხუმის დაცემიდან, _ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დილიდან ხალხმრავლობაა გმირთა მოედანზე. ადგილზე იმყოფებიან აფხაზეთის ომში სამხედრო კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელებმა.