• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იტალიური ვირტუს ბოლონიის კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სუოერთასის ოცნების გუნდში მოხვდა. მანამდე შენგელია მინი ტურნირის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშედ ე.წ. MVP-ად დასახელდა.
ოცნების გუნდის ხუთეულშ ოთხი კალათბურთელი ვირტუს ბოლონიიდანაა, თოკოსთან ერთად ალესანდრო პაიოლა, მარკო ბელინელისა და ჯორდან მიკისა მოხვდნენ, ხოლო ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ბრეშადან მოხვდა, ამედეო დელა ვალეა.
შეგახსენებთ, რომ ვირტუსმა სუპერთასის ნახევარფინალში ოლიმპია მილანო დაძაბულ ბრძოლაში 78:73 დაამარცხა, ამ შეხვედრაში შენგელიას ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა იყო. რაც შეეხება ფინალს, ვირტუსმა ბრეშა 97:60 დაამარცხა და თორნიკემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი გახლდათ.
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია სერია A-ში ასპარეზობას 1 ოქტომბერს სკაფატისთან შეხვედრით გახსნის, ხოლო 5 ოქტომბერს ირალიელები ევროლიგაზე დაიწყებენ გამოსვლას, სადაც მათი მეტოქე კაუნასის ჟალგირისი იქნება.