უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ტურნირებში რუსეთის 17-წლამდელმა ნაკრებები დაუშვას.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომის სხდომა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 26 სექტემბერს გაიმართა და მის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი წერს:
“უეფა პირველი სპორტული ორგანიზაცია იყო, რომელიც უკრაინაში ომს გამოეხმაურა და 2022 წლის თებერვალშივე მიიღო შესაბამისი ზომები, ჩამოაშორა რა ყველა რუსული გუნდი თავის შეჯიბრებებს, გააუქმა რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიება - უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში და უეფას სუპეთასის მატჩი ყაზანში და გაწყვიტა სპონსორული კონტრაქტი “გაზპრომთან”.
თუმცა, უეფა იაზრებს იმასაც, რომ ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ და ღრმად დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი მომავალშიც უნდა იყოს მშვიდობისა და იმედის მომცემი. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანი თაობა მოკლებულია საერთაშორისო ფეხბურთში გამოსვლის უფლებას. ამის გამო, უეფას აღმოსკომმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის არასრულწლოვანი ფეხბურთელების გუნდები ამ სეზონშივე იყვნენ დაშვებული შესაბამის ტურნირებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აღმასკომმა მიმართა უეფას ადმინისტრაციას თხოვნით, წარმოადგინოს ტექნიკური გადაწყვეტის გზები, რომლითაც დაბრუნდებიან რუსეთის 17-წლამდე ნაკრებები (როგორც გოგონების, ისე ბიჭების) ტურნირებში, თუნდაც წილისყრა უკვე იყოს ჩატარებული. რუსული გუნდების ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს ქვეყნის დროშის, ჰიმნის, ნაციონალური ფორმის გარეშე და არა რუსეთის ტერიტორიაზე.
ამავდროულად, აღმასკომი კვლავაც გმობის რუსეთის უკანონო ომს და ადასტურებს, რომ რუსეთის სხვა ყველა გუნდის (კლუბები და ნაკრებები) დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე".
ამას გარდა, უეფას აღმასკომის კრებაზე გადაწყდა, რომ 2024 წლის უეფას სუპერთასის მატჩს 14 აგვისტოს, პოლონეთის დედაქალაქის ვარშავა, ეროვნულ სტადიონზე მიიღებს.უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისი უარს ამბობს იმ ტურნირებში თამაშზე, სადაც მონაწილეობას რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უეფას გადაწყვეტილების მიუხედავად, ინგლისელები საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებენ.