ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებსა და საკადრო ცვლილებებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ. “ქართული ოცნების” ოპონენტების განცხადებით, ის გარემოება, რომ საქართველოს მოქალაქეები ჯერ ვერ გრძნობენ ამ კრიზისის შედეგებს, მხოლოდ კერძო საბანკო სექტორის დამსახურებაა, რომელმაც სებისგან განსხვავებული პოზიცია აირჩია. მათივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოწინავე პოზიციზიებზე იმ ადამიანების დანიშვნა, რომლებსაც კომპეტენციისა და ეკონომიკის ცოდნის პრობლემა აქვთ, ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.