ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახას ასკურავას კითხვებს მოჰყვა. ასკურავას კითხვები ხელისუფლების მისამართით ჰქონდა, კერძოდ, რა გეგმა აქვს ადგილობრივ მთავრობას სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, რა ხდება სტიქიით დაზარალებულ სოფლებში და როგორ აპირებს ხელისუფლება იმ ოჯახების დახმარებას, რომლებიც დაზარალებულთა სიაში არიან.