რა გავლენას იქონიებს რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა საქართველოზე - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის დადგენილების მიუხედავად, საქართველოში საწვავის დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნება. ვახტანგ იობაშვილის თქმით, ქვეყანა საწვავის შემოტანას სხვა ალტერნატიული მომწოდებლებისგან, მათ შორის ყაზახეთიდან შეძლებს. რაც შეეხება ფასებს, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, საწვავის ღირებულებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპანიები საწვავს საქართველოში შემოიტანენ. როგორც მან აღნიშნა, გასათვალისწინებელია კომპანიების მხრიდან საწვავის შეყიდვის ფასი და გადაზიდვის ხარჯებიც.