ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებას ოთარ ფარცხალაძის საქმის ზედმიწევნით გამოძიებას სთხოვს. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კანონი რომელიც ნათია თურნავამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპიზიციის ნაწილი პოლიტიკურად გაუმართლებლად მიიჩნევს, ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ზურაბიშვილმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააჟღერა.