რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას ავიაკომპანია 9 ოქტომბრიდან დაიწყებს, სოჭიდან თბილისში კი - 11 ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.
ცნობისათვის, ამჟამად „აზიმუტი“ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს და როგორც ხედავთ მზარდი მოთხოვნის ფონზე ახალ სიხშირეებსაც ამატებს. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კი სულ უფრო ხშირად გვესმის რომ რუსეთთან პირადპირი ფრენების აღდგენა ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში საქართველს ევროინტეგრაციის პროცესთან და სურვილთან