ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. შემთხვევის შედეგად, საგუშაგოს შენობა და საწყობები დაზიანდა, ასევე 6-ი სატვირთო მანქანა დაიწვა და ორი მძღოლი დაშავდა. რუსების დრონების თავდასხმა 2 საათს გაგრძელდა და უმრავლესობა უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორ დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს.