აშშ-ის ავტორთა გილდიამ ხელოვნური ინტელექტის - ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის OpenAI-ის წინააღმდეგ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა . ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციის, სარჩელს 17 ავტორი აწერს ხელს, მათ შორის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორი ჯორჯ მარტინი, ჯონ გრიშემი, ჯოდი პიკოლტი, ჯორჯ სონდერსი და ჯონატან ფრანზენი.
სარჩელში მწერლები ChatGPT-ის მასობრივ სისტემატურ ქურდობაზე დაფუძნებულ კომერციულ საწარმოს უწოდებენ. მწერლები აცხადებენ, რომ OpenAI-მ მათი საავტორო უფლებები დაარღვია. სარჩელში აღნიშნულია, რომ ChatGPT-ის სწავლისთვის მეკობრული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან გადმოწერილი მათი წიგნები იყო გამოყენებული.
OpenAI-ს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კომპანია პატივს სცემს მწერლების საავტორო უფლებებს და მიიჩნევს, რომ მათ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა უნდა გამოიყენონ.
მწერლები OpenAI-ს პირველად არ უჩივიან. სექტემბერში, რამდენიმე ავტორმა კომპანიის წინააღმდეგ სან-ფრანცისკოს სასამართლოში შეიტანა სარჩელი მათი „ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის“ გამო.