გიორგი მიქაუტაძის აიაქსისთვის სეზონის სტარტი ცუდი გამოდგა, გუნდი ზედიზედ ვერ ახერხებს მოგებას. ერედივიზიონის ბოლო შეხვედრაში, სადაც დედაქალაქელები „ფეინოორდს“ მასპინძლობნენ, გულშემატკივარმა არასასურველი ანგარიშის გამო შეხვედრა ჩაშალეს. ამის შემდეგ გუნდიდან დაითხოვეს სპორტული დირექტორი, სვენ მისლიტატი რომელმაც გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გუნდი დაიტერესდა, უკანასკნელ პერიოდში სვენ მისლიტატის, აიაქსის აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორის სატრანსფერო პოლიტიკით. გუნდთან დაახლოებული წყაროები განმარტავენ, რომ მოკვლევა დაიწყო ხორვატი მცველის ბორნა სოსას ტრანსფერის მიმართ, კონკრეტულად კი, როგორ იქცეოდა მილინტატი ამ ტრანსდერის დახურვამდე. თუმცა აიაქსი განმარტავს, რომ სვენის გათავისუფლებასთან ამას კავშირი არ აქვს.
„სხვადასხვა მცდელობებმა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, შედეგი არ გამოიღო, რამაც კლუბში მღელვარება გაზარდა. სწორედ ამის შედეგია სპორტული წარუმატებლობებიც,” - ვკითხულობთ აიაქსის ვებგვერდზე.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილინტატმა 109 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო ტრანსფერებით გუნდს 156 მილიონი გამოიმუშავა. გულშემატკივრები, ყოფილ სპორტულ დირექტორს, ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებში დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.