ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხანქენდის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად არიან დაღუპული და დაშავებული მოქალაქეები. ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულთა დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა. ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 6 500-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.