აშშ-მა რუსეთს აცნობა, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რამდენიმე ლიდერის, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მიწვევას არ აპირებს. რუსეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მარატ ბერდიევმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ვაშინგტონთან მუშაობას აგრძელებს, რათა მათ ღონისძიების მასპინძლის ვალდებულებები შეასრულონ. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა აღნიშნული რეგიონის 21-ი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ფორუმია. წლევანდელი სამიტი 11-დან 17-ი ნოემბრის ჩათვლით, სან-ფრანცისკოში გაიმართება.