რამდენიმე დღის წინ გლდანში მომხდარ მოვლენებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდასხმას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტია ოპონენტებზე ძალადობას ყოველდღიურად ახალისებს. ხელისუფლების ოპონენტების განცახდებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ოპოზიციაზე თავდასხმებს ხელს უწყობს არის დაუსჯელობის განცდა და გამოუძიებელი საქმეები. ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ ხელისუფლებას გლდანში მომხდარი ინციდენტით სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა სურდა.