უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია. ზელენსკიმ მოკავშირეებს მხარდაჭერისა და შეთანხმების შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამდე, ინფორმაცია New York Times -მაც გაავრცელა. გამოცემამ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინაშია.