რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრა ნახიჩევანში ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე შედგა. თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მონაწილეობა იმ გაზსადენის გახსნაში მიიღეს, რომელიც ნახიჩევანს აღმოსავლეთ თურქეთის იგდირის რეგიონთან დააკავშირებს. ერთობლივი პრესკონფერენციისას კომენტარები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ პროცესებზეც გაკეთდა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა, ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ განხორციელებისას, თავისი სუვერენიტეტი სრულად აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აზერბაიჯანის არმიამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და რეგიონში ახალი შესაძლებლობების ფანჯრები გახსნილია. მანვე, იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი მშვიდობისაკენ ნაბიჯებს გადადგამს.