ევროკავშირში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგება სხვადასხვა ევროკომისართან, მათ შორის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან. შეხვედრა ასევე გაიმართება ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.