საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც მან დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამორთვა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ხელისუფლების ოპონენტებში. ოპოზოციის ერთი ნაწილი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აფსურდულს უწოდებს და დაუყოვნებლივ მოითხოვს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მოქალქქეობის ჩამორთმევას, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს რომ პრეზიდენტმა უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი გუნდი კი პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში მთლიანად სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.