უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია.
“Abrams-ი უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის!”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, გამოცემა New York Times -მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინაში უკვე ჩავიდა.