რუსეთში, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებს. რუსული მხარის განცხადებით, რამდენიმე დრონი არის ჩამოგდებული, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. კურსკის გუბერნატორის განცხადებით, ერთი-ერთი უკრაინული დრონი კურსკის ცენტრში, ხოლო მეორე – ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა. გუბერნატორის ინფორმაციით, რამდენიმე მრავალსართულიან სახლში მინები ჩაიმსხვრა, რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობის სახურავი კი დაზიანდა.