ლარის კურსის გაუფასურება და ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესები და ეკონომიკის ექსპერტების შეფასებები - Palitra News

ლარის კურსის გაუფასურება და ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესები და ეკონომიკის ექსპერტების შეფასებები

2023-09-25 15:14:29+04:00

ლარის კურსის გაუფასურება და ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესები - აღნიშნულ საკითხს ეკონომიკის ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება იმ ემოციურმა ფონმა გამოიწვია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში მიღებულ ცვლილებას მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლოდინი პოზიტიურია და ლარის კურსი წონასწორობის ნიშნულს შეინარჩუნებს, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები ნორმაში იმყოფება. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ნათია თურნავას ბრძანება უნდა გაუქმდეს, რათა არ გაჩნდეს განცდა, რომ საქართველოში რომელიმე ბანკმა შესაძლოა აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირს მოემსახუროს.