კვლავ დაძაბულია ვითარება კოსოვოში. კოსოვო და სერბეთი, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურად სერბ შეიარაღებულ პირებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. აღნიშნულ დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყვა. კოსოვოს პრემიერმა, ალბინ კურტიმ სერბეთი შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კი აცხადებს, რომ შემთხვევა სოფელ ბანისკაში მოხდა, როდესაც სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების დროს ერთი პოლიციელი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა. მისივე თქმით, დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია ექვსი ადამიანი და ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.