რატომ არ უწყვეტს საქართველოს პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას - მმართველი პარტიის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში დაიკარგა, რის გამოც ის ქვეყნის მთავარ კანონს კიდევ ერთხელ არღვევს. სალომე ზურაბიშვილის მიერ დასახელებული არგუმენტები ოპოზიციისთვისაც სუსტია. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.