რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთი არის ტყუილების იპერია, რომელიც იღებს ვალდებულებებს და შემდეგ მათ არ ასრულებს. ლავროვი კრიტიკის ფონზე აცხადებს, რომ ყველას საერთო ინტერესებშია, რომ თავიდან იქნეს აცილებული დიდ ომში შესვლა.