ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო. საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა, სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე.