პრეზიდენტის იმპიჩმენტის შეწყვეტისა და საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. აღნიშნულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის ზეპირი მოსმენით განიხილავს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთ თვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ქართულ ოცნებას პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება. საკმარისი ხმები ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე არ აქვს.