საქართველოს პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე. ქართული ოცნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია. მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის მიცემული პირობას დარღვევით თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახსნა უჭირს ოპოზიციასაც.