კანადა უკრაინას 480-ი მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს , - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში გამოიყენება. დახმარების პაკეტში შედის 50 ჯავშანმანქანაც, მათ შორის სამედიცინო ევაკუაციის მანქანები, რომლებიც კანადაში იწარმოება. სამხედრო დახმარება მოიცავს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის. ტრიუდომ სიტყვით გამოსვლისას შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი სიმამაცისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს იცავს“.