ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს. ინფორმაციას რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 800 ერთეული საბრძოლო იარაღი, ყუმბარები, ნაღმმტყორცნები, ანტისატანკო რაკეტები და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ჩააბარეს. ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარებისა და პოზიციების დატოვების პროცესი ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს. ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია განიარაღებას 20 სექტემბერს დათანხმდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.