თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებიდან" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი, ზარნაძის განცხადება გახდა. მან სხდომაზე გუშინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპონენტები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. ზარნაძეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნინო კვიტაიშვილმა და ირაკლი ეძგვერაძემ უპასუხეს, რასაც დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა.