პარლამენტში ინტერპელაციის წესით შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაძაბულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. გომელაურის განცხადებით, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ღამით ფრენა მიზანშეწონილი არ იყო, რადგან შესაძლოა, საფრთხე გადარჩენილ ადამიანებს დამუქრებოდათ. ვახტანგ გომელაურის დღევანდელი გამოსვლის დეტალებს მერაბ პაპაშვილი გაგაცნობთ.