საქართველოს პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან - ვახტანგ გიმელაური საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს წუთებში მივა. ქვეყნის პირველი პოლიციელი დეპუტატების კითხვებს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უპასუხებს. პარლამენტის გარეთ გომელაურს აქციით ხვდება ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებების დაწყება რამდენიმე საათით დაგვიანდა, ამაზე პასუხისმგებლობა კი სწორედ ვახტანგ გომელაურს ეკისრება. როგორ მიმდინარეონს ინტერპრეტაციისთვის მზადება და რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.