შეერთებული შტატებიდან, უკრაინის პრეზიდენტი კანადაში გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდა. პრემიერის ოფისის ცნობით, ტრუდოსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი კანადის პარლამენტისაც მიმართვს. ის ასევე ეწვევა ტორონტოს, სადაც კანადის ბიზნეს ლიდერებს გაესაუბრება. შეხვედრის თემა კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.