მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ასევე ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდებიც იმყოფებოდნენ.