პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა - ვახტანგ გომელაურის მოსმენის გამო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდა. დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, 2 მინისტრს მოუსმენენ. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა, ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუწევთ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის თემაზე უნდა უსაუბროს. რა ვითარებაა ადგილზე და რას ამბობენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.