ევროპალიგისა და კონფერენსლიგის სასტარტო ტურის მეორე სესიის მატჩებში ოთხი ქართველი ფეხბურთელის სამმა გუნდმა ითამაშა.
ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანმა ფარერების კლაკსვიკს 2:1 მოუგო. კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო კაშია სათადარიგო სკამზე დარჩა. კლაკსვიკი მატჩს იგებდა, დენი პავლოვიჩმა ფარერების კლუბი დააწინაურა, თუმცა 54-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა ანგარიში გაათანაბრა და ზუსტად 20 წუთში ალეკსანდარ ჩავრიჩმა ტიგრან ბარსეგიანის ბრწყინვალე გადაცემით სლოვანს 3 ქულა გაუნაღდა.
შემდეგ შეხვედრას სლოვანი ლუბლიანაში ჩაატარებს - ვაისი გუნდი ადგილობრივ ოლიმპიას დაუპირისპირდება.