ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად.