პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეროვნულ ბანკში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ეროვნული ბანკის მიმართ პირდაპირი შანტაჟი მიმდინარეობს, რათა უწყებამ ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, აღნიშნულ უწყებას უფუნქციოდ აქცევდა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქციების აღსრულებასა და ეროვნულ ინტერესებს ზიანი არ მიადგა.