პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა აქციის ფონზე გაიმართება. აქციის სახელწოდებაა “რუსეთის აგენტების წინააღმდეგ“. პარლამენტთან უკვე იკრიბებიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ადგილზე ასევე სამოქალაქო აქტივისტებიც მივლენ. შეკრების ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტთან 11 საათზე ელოდებიან.