შშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის პირველი სასამართლო სხდომა 26 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება, სადაც ჰანტერ ბაიდენის გამოცხადება აუცილებელი იქნება. მედიის ცნობით, ფედერალურმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჰანტერ ბაიდენის თხოვნა, რომ სასამართლო პროცესს ვირტუალურად დასწრებოდა. ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდების მიხედვით, მან 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.