არაღიარებული ყარაბაღის ე.წ-მა "მთავრობამ" დანებებიდან მეორე დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღის რეგიონის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრას რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა. როგორც სომხურ მედიას დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, საჭიროა დეტალებზე მუშაობა. სპეციალური მიმართვის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანული მხარე პირობებს შეასრულებს.