საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვიანი განხილვების შემდეგ თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კოდექსი ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი დახმარებით ქართული ჯარი ნატოს სტანდარტებს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება. კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. ცვლილებების მიხედვით, სტუდენტებს სწავლის პარალელურად სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა სპეციალური, მოსახერხებელი გრაფიკით შეეძლებათ. პარტია გირჩის აზრით, კოდექსის საბოლოოდ დამტკიცებით, საქართველოში მონათმფლობელობა დაკანონდა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, თავდაცვის კოდექსის ეს რედაქცია ქვეყნის თავდაცვის უნარიონობის გაძლიერებას არ ემსახურება.