ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს და თუ ის უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მომავალში რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები გარდაუვალია. გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს განსაკუთრებით კი ჩინეთს, მოქმედებისკენ მოუწოდა.