ქალაქ ევლახში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყარაბაღის რეგიონის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლების გარდა შეხვედრას რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა. შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწვევით გაიმართა. არაღიარებული ყარაბაღის ე.წ "მთავრობამ" დანებების შესახებ გუშინ განაცხადა.