რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა შემოიღო, - ინფორმაციას რუსული მედია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. რუსეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.