სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა. პრეზიდენტი დასკვნას ხელს ,სავარაუდოდ, დღესვე მოაწერს. პროცესს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ანტიდასავლური კურსი არ იცვლება და მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის ხელყოფა კვლავ პრობლემად რჩება. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ოთარ ფარცხალაძემ ქონება საკუთარ ვაჟს გადაუფორმა. ოპოზიციური პატრიები ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.