აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის პირველი სასამართლო პროცესი 26 სექტემბერს გაიმართება. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჰანტერ ბაიდენის თხოვნა, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დასწრებოდა. ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდების მიხედვით, მან 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალურ დოკუმენტებში მოიტყუა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკს აღარ მოიხმარდა. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, დანაშაულია ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ იარაღის ფლობა.