პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასაც შეეხო. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას მიესალმება.