რუსულმა ძალებმა ხერსონზე ორი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პირველი თავდასხმა შუაღამისას მოხდა, რუსული რაკეტა საერთო საცხოვრებლის შენობას მოხვდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
მეორე დარტყმა კი, დილით განახორციელეს, როცა რუსებმა ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მრავალბინიანი სახლი დაზიანდა და 81 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო.