ვენესუელას ტოკორონის ციხეში მასშტაბური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11 000-ზე მეტი სამხედრო პირი გაგზავნა.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი მიზანია ციხის 6 000-ზე მეტი პატიმარი ქვეყნის სხვადასხვა საპატიმროში გადაანაწილონ. BBC-ის ინფორმაციით, ტოროკონი ვენესუელას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა, რომელსაც ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს.